შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საზოგადოებას ღირებულებათა ჯაჭვების ანალიტიკის პროექტის მიგნებები წარუდგინა
ორშაბათი, 23 მაისი, 2022

23 მაისს, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფთან პარტნიორობით, საზოგადოებას ღირებულებათა ჯაჭვების ანალიტიკის პროექტის მიგნებები წარუდგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის დაინტერესებული მხარეები საჯარო და კერძო სექტორებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

ღირებულებათა ჯაჭვების ანალიტიკის პროექტი, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, ითვალისწინენდა ეკონომიკური ტენდენციების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების ანალიზს სხვადასხვა ღირებულებათა ჯაჭვში საქართველოს ეკონომიკის შერჩეული ექვსი სექტორიდან. პროექტის ფარგლებში შერჩეული იყო შემდეგი სექტორები: ტურიზმი, შემოქმედებითი ინდუსტრიები, მსუბუქი მრეწველობა, ნარჩენების მართვა და გადამუშავება, გაზიარებული ინტელექტუალური სერვისები და გამჭოლი სექტორები. პროექტის ფარგლებში კვლევითმა გუნდმა ექვსი კვარტალური ანგარიში მოამზადა საქართველოს ეკონომიკის შერჩეული სექტორების შესახებ. აღნიშნული ანგარიშების მომზადებისას გამოყენებული იყო შერეული კვლევის მეთოდები. ანგარიშების ფარგლებში, შერჩეულ სექტორებში ეკონომიკური ინდიკატორების რაოდენობრივ ანალიზთან ერთად, კვლევითმა გუნდმა გამოიყენა ხარისხობრივი მეთოდები შესაბამისი ღირებულებათა ჯაჭვების წარმომადგენელ კერძო სექტორთან, ასევე ასოციაციებსა და კლასტერებთან ინტერვიუებისა და ფოკუს ჯგუფების დროს მიღებული ინფორმაციის ანალიზის სახით.

შეავსე ფორმა