შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ISET-ის კვლევით ინსტიტუტს უმასპინძლა
ოთხშაბათი, 18 მაისი, 2022

2022 წლის 18 მაისს, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვივნენ და უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს ორგანიზაციის კვლევითი საქმიანობა და პროდუქტები გააცნეს.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, თამარ სულუხიამ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა.

იაროსლავა ბაბიჩმა, რომელიც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ერთ-ერთი წამყვანი ეკონომისტია და მაკროეკონომიკური პოლიტიკი მიმართულებას ხელმძღვანელობს, ისაუბრა, რა ეკონომიკური გავლენა აქვს უკრაინაში მიმდინარე ომს საქართველოზე, რომლისთვისაც უკრაინა და რუსეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია. იაროსლავამ სტუდენტებთან დისკუსიის ფორმატში ისაუბრა იმ მოკლე თუ გრძელვადიან ეკონომიკურ გავლენებზეც, რაც მიმდინარე ომს შეიძლება ჰქონდეს საქართველოზე თუ ზოგადად რეგიონზე.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში ანა ბურდულმა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, უნივერსიტეტის წარმომადგენლებს გააცნო რეფორმეტრი, დაგეგმილი თუ მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის შეფასების პლატფორმა, რომელსაც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს. ანამ ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელთაც რეფორმეტრის გუნდი აფასებს და რეგულარულად აქვეყნებს შეფასების ანგარიშებს.

დისკუსიის დროს მონაწილეებმა ისაუბრეს ISET-ის კვლევითი ორგანიზაციის პროექტებზე, ჩატარებულ კვლევებსა თუ რეგულარულ ინდექსებზეც.

შეავსე ფორმა