
მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ყურადღებამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასა და გლობალურ პანდემიაზე გადაინაცვლა, კლიმატის ცვლილებასა და მწვანე ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხებმა პოლიტიკურ დღის წესრიგში უკანა პლანზე გადაიწია.

დღეს 24 მარტია და წავკისში 5 დღეა ფაქტობრივად გაუჩერებლად ბარდნის. ჩემს ეზოსა და ქუჩაზე თოვლის საფარმა უკვე ერთ მეტრს მიაღწია. თოვლმა მანქანები დათოვლილ ქუჩებზე უიმედოდ ჩახერგა, ჩვენი პატარა სამეზობლო კი გარე სამყაროს მოწყვიტა. აქაურები ამბობენ, რომ ასეთი დიდთოვლობა წავკისში თაობებს არ ახსოვს, მით უფრო მარტში.

2022 წლის 28 მარტს დასრულდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ტრენინგი მწვანე ეკონომიკაში ჟურნალისტებისთვის, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

წინა ბლოგში საქართველოს ენერგოუსაფრთხოების აშკარა გაუარესებაზე ვიმსჯელეთ, რომლის პირობებშიც ენერგიაზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, ხოლო შიდა ენერგიის წყაროების წილი საერთო, პირველად ენერგომიწოდებაში (ქვეყნის მიერ ერთი წლის განმავლობაში მოხმარებული მთლიანი ენერგიის რაოდენობა) მცირდება.

ISET-მა სულ ახლახან გააფორმა პარტნიორობა შპს პოლივიმთან და მწვანე რევოლუციის კამპანიაში ჩაერთო. ამ კამპანიის მიზანი პლასტმასის ნარჩენების გადამუშავებისა და პლასტმასის ნარჩენების შემცირების გზით გარემოზე ზრუნვაა.