შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ტრენინგი მწვანე ეკონომიკაში ჟურნალისტებისთვის დასრულდა
ორშაბათი, 28 მარტი, 2022

2022 წლის 28 მარტს დასრულდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ტრენინგი მწვანე ეკონომიკაში ჟურნალისტებისთვის, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კურსის მიზანი იყო, დაეხმაროს ქართველ ჟურნალისტებს, განივითარონ მწვანე, ცირკულარული ეკონომიკის განვითარებასთან, კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მასთან ადაპტაციასა თუ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ენერგეტიკული, გარემოსდაცვითი და უფრო ფართო ეკონომიკურ რეფორმების გააზრებასა და განხილვისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

კურსის დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს შეუძლიათ მოიძიონ, დაამუშაონ და გაავრცელონ ინფორმაცია მწვანე ეკონომიკის საკითხებზე, რაც საქართველოში ამ მიმართულებით არსებული ინფორმაციის გაუმჯობესებასა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესს შეუწყობს ხელს.

ტრენინგის მონაწილეებმა უკვე მოამზადეს სტატიები და ბლოგები მწვანე ეკონომიკის საკითხებზე, მათ შორის, კლიმატის ცვლილების გავლენა საქართველოზე, ბორჯომის ტყის ხანძრები, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაზე. მონაწილეთა მიერ მომზადებულ მასალებში სიღრმისეულად არის გაანალიზებული ცირკულარული ეკონომიკისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკის საკითხები საქართველოში.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ულოცავს მონაწილეებს, ტრენინგის წარმატებით დასრულებას და წარმატებებს უსურვებს მომავალში ამ საკითხებზე მუშაობაში!

შეავსე ფორმა