ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს ინტელექტუალურად საინტერესო, კოლაბორაციულ სამუშაო გარემოს, პროფესიული წინსვლის შესაძლებლობებსა და კონკურენტულ ანაზღაურებას.
პოზიცია: კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე
ანგარიშვალდებულია: ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორისა და აღმასრულებელი საბჭოს წინაშე
დაწყების თარიღი: იანვარი, 2022 წელი
პირდაპირი ანგარიშგება: 5
პირობები: კონკურენტული
პოზიციის მიმოხილვა
გრძლევადიანი განვითარება
- დირექტორის ხელმძღვანელობით პასუხისმგებელი იქნება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის განვითარებაზე, განსაკუთრებით, ახალი ბიზნეს შესაძლებლობების მოძიებაზე, ფინანსებისა და გრძელვადიანი ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორობების მოზიდვაზე;
- უხელმძღვანელებს ბიზნესის განვითარების ოფისს;
- დაფინანსების შესაძლებლობებისა და საგრანტო წინადადებების მომზადების მიზნით, წარმართავს სხვადასხვა დეპარტამენტსა და მენეჯმენტს შორის კოორდინაციას;
- დაეხმარება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდს პოტენციური პროექტებისთვის პარტნიორებისა და დამფინანსებლების მოძიებაში;
- უხელმძღვანელებს საგრანტო წინადადებების მომზადებას, განსაკუთრებით მსხვილ, გრძელვადიან და რეგიონულ/საერთაშორისო პროექტებს.
პროექტების მართვა და შესაბამისობა
- კოორდინირებას გაუწევს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროექტების მართვასა და ჩაბარებას, მონაწილეობას მიიღებს პროექტის განხორციელების პროცესში: განაცხადის შეტანა, ბიუჯეტის დაგეგმვა, ხელშეკრულებების გაფორმება, პროექტის განხორციელება, პროექტზე ანგარიშგება;
- მართავს მსხვილ, კომპლექსურ და მულტისექტორულ პროექტებს;
- მჭიდროდ ითანამშრომლებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ფინანსების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და მასთან ერთად დაგეგმავს ფინანსებსა და შიდა პროცესებს, მათ შორის, წლიური ბიუჯეტის მონიტორინგსა და დაგეგმვას, კომპენსაციის, ბონუსებისა და სხვა მსგავს საკითხებს;
- პასუხისმგებელი იქნება იურიდიულ, აუდიტის, შესაბამისობისა და მარეგულირებელი საქმეების კოორდინაციაზე, მათ შორის მესამე მხარეებთან კონსულტაციების/აუთსორსინგის გზით.
სტრატეგია და ანგარიშგება
- დირექტორის ხელმძღვანელობით, ზედამხედველობას გაუწევს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის სტრატეგიული გეგმის შესრულებასა და მონიტორინგს;
- მოამზადებს შესაბამის მენეჯმენტისა და მიმდინარე შიდა ანგარიშებს დირექტორისა და საბჭოსთვის (პროგრესის მონიტორინგის შიდა, OGSM-ის დოკუმენტის მიხედვით), ისევე, როგორც დირექტორისა და აღმასრულებელი საბჭოს მიერ მოთხოვნილ სხვა ანგარიშებს.
გუნდი და გუნდის განვითარება
- დირექტორის მითითებით, კოორდინაციას გაუწევს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდის პროფესიულ განვითარებას;
- პასუხისმგებელი იქნება პროექტებსა და გუნდებში ადამიანური რესრუსების განაწილებაზე.
კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკაში, საჯარო პოლიტიკაში, ბიზნესში ან სხვა მონათესავე სფეროში (საზღვარგარეთ მიღებულ განათლებას მიენიჭება უპირატესობა);
- მინიმუმ 10-წლიანი პროფესიული გამოცდილება;
- პოლიტიკის კვლევების ან პოლიტიკის მართვის/განხორციელების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- მართვის, მათ შორის, პროექტების მართვისა და დინამიურ, მაღალკვალიფიციურ გუნდთან წარმატებული მუშაობის გამოცდილება;
- საერთაშორისო დონორებსა და პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება; ევროკავშირის დაფინანსების მექანიზმებზე მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა.
პროფილი:
- უნდა შეეძლოს რესურსების ეფექტური მართვა ძლიერი ორგანიზაციული უნარ-ჩვევების, მულტიტასკინგის, დელეგირების, დროისა და პროექტების მართვის უნარ-ჩვევების გამოყენებით;
- უნდა იყოს ძლიერი ეკონომიკური მოაზროვნე, იცნობდეს პოლიტიკის კვლევებს, იყოს გათვითცნობიერებული სხვადასხვა სფეროში და ცნობისმოყვარე;
- დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული და ძლიერი ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
- კომუნიკაციისა და ურთიერთობების დამყარების უნარი;
- თავისუფლად საუბრობდეს და წერდეს ინგლისურ და ქართულ ენებზე.
განაცხადების გადახედვა დაიწყება ვაკანსიის გამოქვეყნებისთანავე და გაგრძელდება შესაბამისი კანდიდატის შერჩევამდე. დაინტერესებულმა კანდიდატებმა სამოტივაციო წერილი და რეზიუმე უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში კი მიუთითეთ ‘დირექტორის მოადგილე’.