საქართველო აქტიურად მუშაობს გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების (WEE) მიმართულებით, რაც ქვეყნის საინვესტიციო კლიმატისა და ეროვნული პოლიტიკის ნაწილია.
2023 წლის ივლისში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,541 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 18%-იან ზრდას წარმოადგენს (2022 წლის ივლისში სრული წარმოება 1,308 მილიონი კილოვატსაათი იყო).
2023 წლის ივნისში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,369 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა (დიაგრამა 1). აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 8%-იან კლებას წარმოადგენს (2022 წლის ივნისში სრული წარმოება 1,485 მილიონი კილოვატსაათი იყო).
2023 წლის მაისში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,325 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 9%-იან კლებას წარმოადგენს (2022 წლის მაისში სრული წარმოება 1,461 მილიონი კილოვატსაათი იყო).
2023 წლის ივნისში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოსცა წლიური პუბლიკაცია სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ – „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2022“. პუბლიკაციის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის გამოშვებამ 2022 წელს მშპ-ის 7.5% შეადგინა (მუდმივ ფასებში), რაც 2021 წლის მაჩვენებელზე (8%-ზე) ნაკლებია, თუმცა შეესაბამება გასული წლების ზოგად ტენდენციას (სოფლის მეურნეობის მშპ მთლიანი მშპ-ის 7-8%-ს შეადგენდა).