შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

სექტემბერი 2023 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
30 ოქტომბერი 2023

2023 წლის სექტემბერში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,118 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 6%-იან კლებას წარმოადგენს (2022 წლის სექტემბერში სრული წარმოება 1,194 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური კლება ჰიდროელექტროსადგურების (-7%) და თბოელექტროსადგურების (-5%) გამომუშავების კლებამ განაპირობა, მაშინ როცა ქარის ელექტროსადგურების (+10%) გამომუშავება გაიზარდა.

თვიურ ჭრილში, წარმოება, დაახლოებით, 24%-ით შემცირდა (2023 წლის აგვისტოში სრული წარმოება 1,463 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა) (დიაგრამა 1). წარმოების თვიდან თვემდე შემცირება ჰიდროელექტროსადგურების (-38%) გამომუშავების  შემცირებამ გამოიწვია, მაშინ როცა ქარის ელექტროსადგურების (+25%) და თბოელექტროსადგურების (+86%) გამომუშავება გაიზარდა.

ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 938 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (11%-ით ნაკლები 2022 წლის სექტემბერთან შედარებით და 23%-ით ნაკლები 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით). 2023 წლის სექტემბერში ენერგიის წარმოებამ მოხმარებას 180 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 16%-სა და სრული მოხმარების 19%-ს შეადგენდა (2022 წლის სექტემბერში წარმოებასა და მოხმარებას შორის სხვაობამ 144 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც თვის განმავლობაში, როგორც სრული წარმოების 12%, ხოლო სრული მოხმარების დაახლოებით 14%-ს გაუტოლდა).

შეავსე ფორმა