ინდექსები

2024 წლის მარტში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,130 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 11%-იან ზრდას წარმოადგენს (2023 წლის მარტში სრული წარმოება 1,019 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური ზრდა თბოელექტროსადგურების (+90%) და ქარის (+20) სადგურების გამომუშავების ზრდამ განაპირობა, მაშინ როცა ჰიდროელექტროსადგურების (-10%) გამომუშავება შემცირდა.
თვიურ ჭრილში, წარმოება, 11%-ით გაიზარდა (2024 წლის თებერვალში სრული წარმოება 1,022 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა). წარმოების თვიდან თვემდე ზრდა თბო სადგურების (+16%), ქარის (+47%) და ჰიდროელექტროსადგურების (+8%) გამომუშავების ზრდამ გამოიწვია.
ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 1,182 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (6%-ით მეტი 2023 წლის მარტთან შედარებით და 3%-ით მეტი 2024 წლის თებერვალთან შედარებით). 2024 წლის მარტში ენერგიის მოხმარებამ წარმოებას 52 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 5%-სა და სრული მოხმარების 4%-ს შეადგენდა (2023 წლის მარტში წარმოებასა და მოხმარებას შორის სხვაობამ 97 მილიონი კილოვატსაათიანი დეფიციტი შეადგინა, რაც თვის განმავლობაში სრული წარმოების 10%-ს და სრული მოხმარების დაახლოებით 9%-ს გაუტოლდა).
2024 წლის მაისში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,411 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 6%-იან ზრდას წარმოადგენს (2023 წლის მაისში სრული წარმოება 1,325 მლნ კვტსთ იყო). წარმოების წლიური ზრდა ჰესების (+7%) ზრდამ განაპირობა, მაშინ, როცა თესების (-100%) და ქარის (-14) სადგურების გამომუშავება შემცირდა.
2024 წლის აპრილში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,085 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 13%-იან კლებას წარმოადგენს (2023 წლის აპრილში სრული წარმოება 1,249 მლნ კვტსთ იყო). წარმოების წლიური კლება ჰესების (-12%), თესების (-25%) და ქარის (-10) სადგურების გამომუშავების კლებამ განაპირობა.
2024 წლის თებერვალში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,022 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 3%-იან ზრდას წარმოადგენს (2023 წლის თებერვალში სრული წარმოება 987 მილიონი კილოვატსაათი იყო).
2024 წლის იანვარში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,175 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 6%-იან ზრდას წარმოადგენს (2023 წლის იანვარში სრული წარმოება 1,111 მილიონი კილოვატსაათი იყო).
2023 წელს საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 14,396 მლნ. კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც წლის წლიური გამომუშავების რეკორდული მაჩვენებელია. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 1%-იან ზრდას წარმოადგენს (2022 წელს სრული წარმოება 14,247 მლნ. კილოვატსაათი იყო).