შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

დეკემბერი 2023 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა – წლის შეჯამება
22 იანვარი 2024

2023 წელს საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 14,396 მლნ. კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც წლის წლიური გამომუშავების რეკორდული მაჩვენებელია. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 1%-იან ზრდას წარმოადგენს (2022 წელს სრული წარმოება 14,247 მლნ. კილოვატსაათი იყო). ელექტროენერგიის წარმოების წლიური ზრდა ჰიდროელექტროსადგურების (+1%) და თბოელექტროსადგურების (+2%) და მიერ გამომუშავებული ენერგიის წარმოების ზრდამ განაპირობა, მაშინ როცა ქარის ელექტროსადგურების (-2%) წარმოება შემცირდა.

წარმოების უდიდესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე (ჰესი) მოდის. ჰიდროელექტროსადგურებში წარმოებული ელექტროენერგიის წლიურმა მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. 2023 წელს ჰესების მიერ ელექტროენერგიის წარმოება 10,863 მლნ. კილოვატსაათს გაუტოლდა (სრული წარმოების 75.5%); ქარის ელექტროსადგურების წარმოება - 86 მლნ. კილოვატსაათს (სრული წარმოების 0.6%); თბოელექტროსადგურების (თესების) წარმოება - 3,447 მლნ. კილოვატსაათს (სრული წარმოების 23.9%).

ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 13,070 მლნ. კილოვატსაათი შეადგინა. მთლიანობაში, მოხმარებული ელექტროენერგია 2023 წელს 8%-ით შემცირდა 2022 წელს არსებულ  14,181 მლნ. კილოვატსაათთან შედარებით. 2023 წელს, გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ, მოხმარებას 1,326 მლნ. კილოვატსაათით გადააჭარბა (ჰესების და თბოელექტროსადგურების რეკორდულად მაღალი გამომუშავების მეშვეობით), რაც სრული წარმოების  9.2%-ს, ხოლო მოხმარების 10.1%-ს შეადგენდა (2022 წელს წარმოებასა და მოხმარებას შორის სხვაობამ 65 მლნ. კილოვატსაათი შეადგინა, რაც 2022 წელს სრული წარმოების 0.5%-ს, ხოლო სრული მოხმარების 0.5%-ს გაუტოლდა).

შეავსე ფორმა