ინდექსები
29
სექტემბერი
2023
29
სექტემბერი
2023
„რთველი 2023“ აგვისტოში დაიწყო. წინა წლების მსგავსად, საქართველოს მთავრობა კვლავ ასუბსიდირებს ყურძნის მოსავალს, რათა დაეხმაროს იმ მწარმოებლებს, ვინც უამინდობამ დააზარალა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების ინფორმაციით, სუბსიდირების მიზანია, დაბალი ხარისხის ყურძნის მწარმოებლებმაც შეძლონ თავიანთი პროდუქციის გაყიდვა.
„რთველი 2023-ის“ ფარგლებში, ღვინის კომპანიები იმ შემთხვევაში მიიღებენ სუბსიდიას, თუ სულ მცირე 100 ტონა რქაწითელს ან კახურ მწვანეს შეიძენენ და გადაამუშავებენ, ხოლო 1კგ აღნიშნულ ჯიშის ყურძენში სულ მცირე 0.90 ლარს გადაიხდიან. ასეთ შემთხვევაში, გადახდილი 0.90 ლარიდან 0.20 ლარი სუბსიდირებული იქნება.
მიმდინარე წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით, დაახლოებით 178 ათასი ტონა ყურძენი გაიყიდა, რის შედეგადაც ფერმერების შემოსავალმა 213 მლნ ლარი შეადგინა.
მოსალოდნელია, რომ წლევანდელი მოსავალი 200 ათას ტონას შეადგენს. საბოლოო მაჩვენებლები ხელმისაწვდომი იქნება ოქტომბერში, რთველის დასრულების შემდეგ.
08
ოქტომბერი
2025
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2025 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. გამოცემის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის სექტორებში რეალური მშპ 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 4.6%-ით შემცირდა. ამასთან, 2025 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობის წილმა ქვეყნის მთლიანი მშპ-ის 4.5% შეადგინა.
30
ივნისი
2025
2025 წლის ივნისში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ წლიური პუბლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2024". ანგარიშის მიხედვით, სოფლის მეურნეობამ, სატყეო მეურნეობამ და თევზჭერამ 2024 წელს მშპ-ის 6.2% შეადგინა – ოდნავ ნაკლები წინა წლებთან შედარებით, თუმცა შეესაბამება ბოლო წლების ზოგად ტენდენციას, რომლის დროსაც სექტორის წილმა საშუალოდ 7-8% შეადგინა.
01
აპრილი
2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) 2025 წლის დაგეგმილი ბიუჯეტი 808.1 მლნ. ლარს შეადგენს (2024 წელს გამოყოფილ თანხასთან შედარებით 120.1 მლნ. ლარით მეტი). გამოყოფილი ბიუჯეტი ძირითადად განაწილდა შემდეგ სფეროებზე
10
იანვარი
2025
ვაშლის წარმოება ძირითადად კონცენტრირებულია შიდა ქართლის რეგიონში, რომელზეც 2023 წელს მთლიანი წარმოების 71% მოდიოდა; მცხეთა-მთიანეთის წილი 8.5%-ს შეადგენდა, ხოლო ქვემო ქართლის – 7.3%-ს.
04
ოქტომბერი
2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2024 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. გამოცემის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის სექტორებში რეალური მშპ 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 0.7%-ით გაიზარდა. ამასთან, 2024 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობის წილმა ქვეყნის მთლიანი მშპ-ის 5.3% შეადგინა.