2023 წლის აგვისტოში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,463 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 4%-იან ზრდას წარმოადგენს (2022 წლის აგვისტოში სრული წარმოება 1,401 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური ზრდა ჰიდროელექტროსადგურების (+12%) გამომუშავების ზრდამ განაპირობა, მაშინ როცა ქარის ელექტროსადგურების (-29%) და თბოელექტროსადგურების (-32) გამომუშავება შემცირდა.
თვიურ ჭრილში, წარმოება, დაახლოებით, 5%-ით შემცირდა (2023 წლის ივლისში სრული წარმოება 1,541 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა). წარმოების თვიდან თვემდე შემცირება ჰიდროელექტროსადგურების (-8%) და ქარის ელექტროსადგურების (-8%) გამომუშავების შემცირებამ გამოიწვია, მაშინ როცა თბოელექტროსადგურების (+23%) გამომუშავება გაიზარდა.
ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 1,213 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (1%-ით მეტი 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით და 10%-ით მეტი 2023 წლის ივლისთან შედარებით). 2023 წლის აგვისტოში ენერგიის წარმოებამ მოხმარებას 250 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 17%-სა და სრული მოხმარების 21%-ს შეადგენდა (2022 წლის აგვისტოში წარმოებასა და მოხმარებას შორის სხვაობამ 195 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც თვის განმავლობაში, როგორც სრული წარმოების 14%, ხოლო სრული მოხმარების დაახლოებით 16%-ს გაუტოლდა).