სქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2023 წლის დეკემბრის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. აღნიშნული შეფასებით, მშპ 8,3%-ით გაიზარდა, მშპ-ის ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა კი 7 %-ს მიაღწია.
ნოემბერში საქსტატმა 2023 წლის პირველი და მეორე კვარტლების მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება დააკორექტირა. ზრდის მაჩვენებელი 1-ელ კვარტალში 8.0%, ხოლო მე-2 კვარტალში 7.8% იყო. მე-3 კვარტალში მოსალოდნელი ზრდის მაჩვენებელი 5.4%-დან 5.7%-მდე დაკორექტირდა.
2023 წელს საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 14,396 მლნ. კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც წლის წლიური გამომუშავების რეკორდული მაჩვენებელია. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 1%-იან ზრდას წარმოადგენს (2022 წელს სრული წარმოება 14,247 მლნ. კილოვატსაათი იყო).
2023 წლის დეკემბერში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,166 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 4%-იან ზრდას წარმოადგენს (2022 წლის დეკემბერში სრული წარმოება 1,116 მილიონი კილოვატსაათი იყო).
სქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2023 წლის ოქტომბრის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. მოსალოდნელია მშპ-ის 6.2%-ით ზრდა, მშპ-ის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში კი 6.9 %-ს მიაღწია.