ინდექსები
20
თებერვალი
2025
20
თებერვალი
2025
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა განაახლა რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2025 წლის პირველი და მეორე კვარტლებისთვის. აქ არის ამ თვის გამოშვების ძირითადი მიგნებები:
საქსტატმა გამოაქვეყნა 2024 წლის დეკემბრის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 6.7%-ს შეადგენს. საშუალო წლიურმა რეალურმა მშპ-ის ზრდამ კი 9.5% შეადგინა.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი პროგნოზირებს, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით, ხოლო მეორე კვარტალში 7.2%-ით გაიზრდება. თუმცა ეს პროგნოზი შესაძლოა გადაჭარბებულად აფასებდეს ზრდას, რადგან მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობა ჯერ არ არის სრულად ასახული მონაცემებში. მოდელი ეყრდნობა მონაცემებს 2025 წლის დეკემბრის ჩათვლით და მოიცავს პოლიტიკური კრიზისის მხოლოდ პირველ ორ თვეს.
დეკემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2025 წელს ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში, მოსალოდნელია 4.1%-იანი ზრდა, ხოლო საუკეთესო ან საშუალო გრძელვადიანი ზრდის სცენარის შემთხვევაში – 6.8%. ჩვენი შუალედური პროგნოზის თანახმად (უკანასკნელი ოთხი კვარტლის საშუალო ზრდის მაჩვენებელზე დაყრდნობით), მოსალოდნელია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალური ზრდა 5.9%-ით.
20
ნოემბერი
2025
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზების მიხედვით, სექტემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია 2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 6.7%-ით, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში 5.2%-ით ზრდა. ჩვენი პროგნოზის თანახმად, 2025 წელს წლიური ზრდა 7.6% იქნება.
20
ოქტომბერი
2025
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზების მიხედვით, აგვისტოს მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 5.8%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6.3%-ით ზრდა. ჩვენი პროგნოზის თანახმად, 2025 წელს წლიური ზრდა 7.3% იქნება.
22
სექტემბერი
2025
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზების მიხედვით, ივლისის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 5.8%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6.3%-ით ზრდა. ჩვენი პროგნოზის თანახმად, 2025 წელს წლიური ზრდა 7.3% იქნება.
20
აგვისტო
2025
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზების მიხედვით, ივნისის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 5.8%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6.3%-ით ზრდა. ჩვენი პროგნოზის თანახმად, 2025 წელს წლიური ზრდა 7.3% იქნება.
20
ივლისი
2025
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზის მიხედვით, მაისის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 8.2%-ით, ხოლო მესამე კვარტალში – 6.5%-ით ზრდა. 2025 წელს წლიური ზრდა, ცუდი სცენარის შემთხვევაში 6% იქნება, საუკეთესო და საშუალო გრძელვადიანი სცენარის შემთხვევაში – 7.6%. ჩვენი საშუალო სცენარით, ბოლო ოთხი კვარტლის საშუალო ზრდის საფუძველზე, რეალური მშპ 7.1%-ით გაიზარდება.