ინდექსები
10
იანვარი
2025
10
იანვარი
2025
ვაშლის წარმოება ძირითადად კონცენტრირებულია შიდა ქართლის რეგიონში, რომელზეც 2023 წელს მთლიანი წარმოების 71% მოდიოდა; მცხეთა-მთიანეთის წილი 8.5%-ს შეადგენდა, ხოლო ქვემო ქართლის – 7.3%-ს. ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 2019 წლის 2.6 ტონიდან 2020 წელს 11.4 ტონამდე, პიკს მიაღწია 2021 წელს და შემდეგ სტაბილურად მცირდებოდა. ექსპორტის ძირითადი მიმართულებაა დსთ-ის ქვეყნები, სადაც რუსეთის წილი 2019-2024 წლებში საშუალოდ 94%-ს შეადგენდა. ევროკავშირის წილი უმნიშვნელოა, საშუალოდ 1%-ის ფარგლებში, ამასთან, ამ წლების ნახევარში ევროკავშირში ექსპორტი საერთოდ არ განხორციელებულა.
08
ოქტომბერი
2025
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2025 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. გამოცემის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის სექტორებში რეალური მშპ 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 4.6%-ით შემცირდა. ამასთან, 2025 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობის წილმა ქვეყნის მთლიანი მშპ-ის 4.5% შეადგინა.
30
ივნისი
2025
2025 წლის ივნისში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ წლიური პუბლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2024". ანგარიშის მიხედვით, სოფლის მეურნეობამ, სატყეო მეურნეობამ და თევზჭერამ 2024 წელს მშპ-ის 6.2% შეადგინა – ოდნავ ნაკლები წინა წლებთან შედარებით, თუმცა შეესაბამება ბოლო წლების ზოგად ტენდენციას, რომლის დროსაც სექტორის წილმა საშუალოდ 7-8% შეადგინა.
01
აპრილი
2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) 2025 წლის დაგეგმილი ბიუჯეტი 808.1 მლნ. ლარს შეადგენს (2024 წელს გამოყოფილ თანხასთან შედარებით 120.1 მლნ. ლარით მეტი). გამოყოფილი ბიუჯეტი ძირითადად განაწილდა შემდეგ სფეროებზე
04
ოქტომბერი
2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2024 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. გამოცემის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის სექტორებში რეალური მშპ 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 0.7%-ით გაიზარდა. ამასთან, 2024 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობის წილმა ქვეყნის მთლიანი მშპ-ის 5.3% შეადგინა.
28
ივნისი
2024
2024 წლის ივნისში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოსცა წლიური პუბლიკაცია სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ – „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2023“. პუბლიკაციის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის გამოშვებამ 2023 წელს მშპ-ის 6.9% შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე მცირედით ნაკლებია, თუმცა შეესაბამება გასული წლების ზოგად ტენდენციას (სოფლის მეურნეობის მშპ მთლიანი მშპ-ის 7-8%-ს შეადგენდა).