2023 წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.54 ლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 10.9%-ით აღემატება 2022 წლის მარტის მაჩვენებელს. თუმცა თვიურ ჭრილში, 2023 წლის თებერვალთან შედარებით, ხაჭაპურის ღირებულება 5.7%-ით შემცირდა.
განახლებადი ენერგიის პოპულარობის ზრდა მსოფლიოს მასშტაბით შესამჩნევია, რასაც მსოფლიოში მთლიანი ენერგიის მიწოდებაში განახლებადი ენერგიის წილის ზრდაც მოწმობს. კერძოდ, 2010-დან 2021-მდე ეს წილი 3.2%-დან 5.2%-მდე, ხოლო თანამედროვე ბიოენერგიის წილი 5.7%-დან 6.7%-მდე გაიზარდა.
31 მარტს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მორიგ მრგვალი მაგიდის დისკუსიას უმასპინძლა, რომელზეც მონაწილეებმა განიხილეს, რა გავლენა აქვს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს საქართველოს აგრო ექსპორტზე ევროკავშირში. ღონისძიებაზე განხილულ იქნა ის გამოწვევებიც, რომლებსაც სოფლის მეურნეობის მწარმოებლები აწყდებიან ევროკავშირის ბაზრებზე წვდომისას.
რეგულირების ზეგავლენის შეფასება არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების პროცესი, რომელიც ხელს უწყობს გონივრული რეგულირების პრინციპების დანერგვას და ეფექტიანი რეგულაციების შემუშავებას. რეგულირების ზეგავლენის შეფასება საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მექანიზმია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) ბიუჯეტმა 2023 წელს 698,5 მლნ ლარი (10,0 მლნ ლარით ზრდა) შეადგინა. ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი შემდეგ მიმართულებებზე გადანაწილდა: