შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

მსოფლიო ბანკის ეკონომისტებმა ISET-ში გლობალურ და ქართულ კონტექსტში კეთილდღეობასა და უთანასწორობაზე ისაუბრეს
ხუთშაბათი, 02 ნოემბერი, 2023

2 ნოემბერს ISET-მა უმასპინძლა საჯარო სემინარს "სიღარიბე და უთანასწორობა: მსოფლიოში და საქართველოში", რომელსაც უძღვებოდნენ მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტები, ამბარ ნარაიანი, სიღარიბის და თანასწორობის GP პრაქტიკის მენეჯერი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, და ასად ალამი, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი.

სემინარის პირველ ნაწილში მსოფლიო ბანკის უფროსმა ეკონომისტმა ამბარ ნარაიანმა, რომელიც ამავდროულად არის ევროპისა და ცენტრალური აზიის სიღარიბისა და თანასწორობის GP პრაქტიკის მენეჯერია, წარმოადგინა სიღარიბისა და უთანასწორობის ტენდენციების ყოვლისმომცველი ანალიზი, აჩვენა შედარება გლობალური ტენდენციებისა და საქართველოს დინამიკას შორის. პრეზენტაციამ მნიშვნელოვანი და ღირებული ინფორმაცია წარმოადგინა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ისე საქართველო.

სემინარის მეორე ნაწილი ინტერაქტიულ დისკუსიას დაეთმო, რომელსაც უძღვებოდა მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორი ასად ალამი. ბ-ნმა ალამმა უფრო სიღრმისეულად ისაუბრა წარმოდგენილი მონაცემების სირთულეებზე და დამატებითი კონტექსტი და ანალიზი წარმოადგინა კეთილდღეობისა და უთანასწორობის უფრო ფართო გავლენის შესახებ. დისკუსიის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება მიეცათ, კითხვები დაესვათ მოწვეული სტუმრებისთვის.

სემინარი, რომელიც ორგანიზებული იყო ღია ფორუმის სახით, მიზნად ისახავდა სიღარიბისა და უთანასწორობის გარშემო არსებული რთული საკითხების უკეთ გააზრებას გლობალურ თუ ქართულ კონტექსტში. ეს ღონისძიება იყო ერთ-ერთი მსოფლიო ბანკის ღონისძიებათა შორის, რომლის მიზანიც სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობაა.

შეავსე ფორმა