
3-5 ოქტომბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო განვითარების ლაიბნიცის ინსტიტუტმა (IAMO) სამდღიან საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლეს. კონფერენცია ISET-ისა და IAMO-ს მიერ ერთობლივად იყო ორგანიზებული სახელწოდებით "სამხრეთ კავკასიის რეგიონში აგროსასურსათო ღირებულებათა ჯაჭვების ფუნქციონირების გაუმჯობესება".

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო FREE Network-ის ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც ამჯერად მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში ჩატარდა. კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც FREE Network-ის წევრი ორგანიზაციების მკვლევარები, ისე ადმინისტრაციული პერსონალი, რომელთაც მოისმინეს სტრატეგიული გამოსვლები ეკონომიკური კვლევების, შესაძლებლობების განვითარებისა და კომუნიკაციის შესახებ.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა მარიამ ლობჯანიძემ მონაწილეობა მიიღო CAREC-ის მერვე ყოველწლიურ Think Tank Forum-ზე, რომელიც 2024 წლის 27-28 აგვისტოს ყაზახეთში, ალმატიში ჩატარდა. ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ინსტიტუტის (CI) მიერ ორგანიზებული ეს ყოველწლიური ღონისძიება წარმოადგენს პლატფორმას ქსელის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და მიღწევების გაზიარებისთვის.

25 ივლისს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 105 წლისა და გენდერული სტატისტიკის შეგროვების 25 წლის იუბილეს მიეძღვნა.

პანელური დისკუსია: „საქართველოში არსებული ეკონომიკური გამოწვევები და შესაძლებლობები“ 2024 წლის 2 ივლისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის სპონსორობითა და ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის (GEA) პირველი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა სტამბაში.