
2023 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 8.4 პუნქტით გაიზარდა და 20.1-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე მაღალი მნიშვნელობა საფინანსო სექტორში (35.6) დაფიქსირდა.

ხაჭაპურის ინდექსის ზრდის ტენდენცია 2022 წლის დეკემბერშიც გაგრძელდა და ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ღირებულებამ 6.99 ლარი შეადგინა, რაც 0.6%-ით აღემატება წინა თვის (2022 წლის ნოემბრის) და 21.7%-ით წინა წლის (2021 წლის დეკემბრის) მაჩვენებელს.

მომხმარებელთა განწყობაში მცირედი ცვლილებაა. მომხმარებელთა განწყობის ინდექსი ზღვრულად შემცირდა და ოქტომბერში არსებული -28.3-დან ნოემბერში -28.6 პუნქტი შეადგინა (დაეცა 0.3 ერთეულით). მომხმარებელთა განწყობის ქვე-ინდექსები უმნიშვნელოდ შეიცვალა სხვადასხვა მიმართულებით.

საქსტატმა 2022 წლის პირველი სამი კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა: 1-ელი კვარტლის ზრდის მაჩვენებელი 15%-ია, ხოლო მე-2 და მე-3 კვარტლების წლიური ზრდის მაჩვენებლები მცირედით გაიზარდა და, შესაბამისად, 7.2% და 9.8% შეადგინა. შესაბამისად, 2022 წლის პირველი თერთმეტი თვის განმავლობაში მშპ-ის რეალური ზრდის წლიური მაჩვენებელი 10% იყო.

2022 წლის ნოემბერში ხაჭაპურის ინდექსის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა და ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.90 ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 4.9%-ით აღემატება წინა თვის (2022 წლის ოქტომბრის) და 27.3%-ით წინა წლის (2021 წლის ნოემბრის) მაჩვენებელს.