2023 წლის მაისში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,325 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 9%-იან კლებას წარმოადგენს (2022 წლის მაისში სრული წარმოება 1,461 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური კლება ჰიდროელექტროსადგურების (-9%) და ქარის ელექტროსადგურების (-6%) გამომუშავების კლებამ განაპირობა, მაშინ როცა თბოელექტროსადგურების გამომუშავება (+89%) გაიზარდა.
თვიურ ჭრილში, წარმოება, დაახლოებით, 6%-ით გაიზარდა (2023 წლის აპრილში სრული წარმოება 1,249 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა). წარმოების თვიდან თვემდე ზრდა ჰიდროელექტროსადგურების (+15%) გამომუშავების ზრდამ გამოიწვია, მაშინ როცა თბოელექტროსადგურების (-99%) და ქარის ელექტროსადგურების (-14%) გამომუშავება შემცირდა.
ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 1,030 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (11%-ით ნაკლები 2022 წლის მაისთან შედარებით და 1%-ით ნაკლები 2023 წლის აპრილთან შედარებით). 2023 წლის მაისში ენერგიის წარმოებამ მოხმარებას 295 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 22%-სა და სრული მოხმარების 29%-ს შეადგენდა (2022 წლის მაისში წარმოებასა და მოხმარებას შორის სხვაობამ 307 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც თვის განმავლობაში, როგორც სრული წარმოების 21%, ხოლო სრული მოხმარების დაახლოებით 27%-ს გაუტოლდა).