შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

Q3-4, 2022 | ენერგობაზრის მიმოხილვა
30 ივნისი 2023

2022 წლის III და IV კვარტალში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში, შესაბამისად, 4,193 მლნ და 3,359 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა (დიაგრამა 1), რაც სრული წარმოების +11.4% და -3.5%-იან ცვლილებას წარმოადგენს წინა წლის იმავე პერიოდთან მიმართებით (2021 წლის III კვარტალში (Q3) სრული წარმოება 3,766 მლნ კვტსთ-ს შეადგენდა, ხოლო IV კვარტალში (Q4) – 3,479 მლნ კვტსთ-ს). 2022 წლის III კვარტალში წარმოების ზრდა განაპირობა თბო (+36.4%), ჰიდროელექტროსადგურების (+10.1%) და ქარის ელექტროსადგურების (+18.5) გამომუშავებული ენერგიის ზრდამ. IV კვარტალში წარმოების კლება დაკავშირებულია ქარის (-0.8%) და ჰიდროელექტროსადგურების (-11.3%) წარმოებული ენერგიის კლებასთან, რამაც გადაფარა თბო ელექტროსადგურების გამომუშავების 23.3%-იანი ზრდა.

2022 წელს ელექტროენერგიის მოხმარება ადგილობრივ ბაზარზე III კვარტალში გაუტოლდა 3,434 მლნ კვტსთ-ს და IV კვარტალში - 3,253 მლნ კვტსთ-ს (2021 წლის III და IV კვარტალთან შედარებით, შესაბამისად, +0.6% და -4.6%) (დიაგრამა 1). ენერგიის საერთო წარმოებამ მოხმარებას III კვარტალში 759 მლნ კვტსთ-ით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 18.1%-ს შეადგენდა, ხოლო IV კვარტალში წარმოებამ მოხმარებას 106 მლნ კვტსთ-ით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 3.2%-ს გაუტოლდა. 2021 წლის III კვარტალში სრულმა მოხმარებამ წარმოებას 351 მლნ კვტსთ-ით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების დაახლოებით 9.3%-ს შეადგენდა, IV კვარტალში კი სრულმა წარმოებამ მოხმარებას 69 მლნ კვტსთ-ის გადააჭარბა, რაც სრული წარმოების დაახლოებით 2%-ს შეადგენდა.

შეავსე ფორმა