01
აპრილი
2016
როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილსა და ვიზეარის აღმასრულებელ დირექტორს, ოვეინ ჯონს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ვიზეარმა გადაწყვიტა, 2016 წლის სექტემბრიდან დანიშნოს ქუთაისიდან ფრენები (კვირაში ორჯერ ან სამჯერ) ბერლინის, მიუნხენის, მილანის, დორტმუნდის, ლარნაკას, სოფიასა და თესალონიკის მიმართულებით.
28
მარტი
2016
2014 წლის ოქტომბერში, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ვიზის ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან ცოტა ხანში, სეულში, სამხრეთ კორეის დედაქალაქში მომიწია ჩასვლა. უკანა გზაზე, სეულის აეროპორტში უსიამოვნო სიურპრიზი მელოდა. ახალგაზრდა ბორტ-გამცილებელმა შეამოწმა ჩემი (ისრაელის) პასპორტი და განმიცხადა, რომ, არსებული სისტემის მიხედვით, სტამბოლის რეისზე დავიშვებოდი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი წარმოვადგენდი საქართველოს ბინადრობის მოწმობას ან შევიძენდი კორეაში უკან დასაბრუნებელ ბილეთს.
21
მარტი
2016
საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფმა Mercer, 2012 წლის ცხოვრების ხარისხის კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 222 ქალაქის რეიტინგი შეადგინა საცხოვრებელად ვარგისიანობის მიხედვით. თბილისი 213-ე ადგილზე მოხვდა, რამაც ბევრი ქართველი აღაშფოთა. ინტერნეტში ძალიან მარტივია იპოვო ცილისმწამებლები რეიტინგის შემქმნელის წინააღმდეგ, ან მათ წინააღმდეგ ვისაც ეს რეიტინგი აქვთ მოხსენებული. ონლაინ პეტიციის ინიცირებაც კი მოხდა ამ რეიტინგის წინააღმდეგ.
16
დეკემბერი
2015
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის სექტორის წილი ქვეყნის მშპ-ში მცირეა, საქართველოს მთლიანი ექსპორტის თითქმის ერთი მეოთხედი სწორედ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე მოდის. შედეგად, საქართველოს ბუნებრივი რესურსების მზარდ გამოყენებას აქვს პოტენციალი, სარგებელი მოუტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წვლილი შეიტანოს საჯარო ფინანსებში.
07
დეკემბერი
2015
ამ დიალოგთა სერიის მიზანი - ნათლად დაანახოს დაბრკოლებები, რომლის წინაშეც წარმოების საშუალებების მომწოდებლები, ფერმერები, კოოპერატივები, გადამამუშავებლები, ბაზრის შუამავლები, მომხმარებლები და ექსპორტიორები დგანან სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვში