თუკი დასავლეთში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყანას ეწვევით, ერთი რამ, რაც თვალში გეცემათ, არის თვალსაჩინო სიღარიბის საშუალო ასაკი. აქ უფრო ხშირად წააწყდებით ქუჩაში დახმარების თხოვნით ხელგაწვდილ მოხუცებს და ღარიბულად ჩაცმულ ხანშიშესულ ადამიანებს, რომლებიც, როგორც წესი, ყველაზე იაფი პროდუქტების მომხმარებლები არიან.
სამ წელზე მეტია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აკვირდება ქართველი მომხმარებლების განწყობას. ყოველთვე ადამიანთა გარკვეული ჯგუფი რეკავს შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ დაახლოებით 330 ადამიანთან და ატარებს გამოკითხვას. ინტერვიუერი იწყებს მარტივი კითხვებით რესპოდენტის ასაკის, განათლების, საცხოვრებელი ადგილის შესახებ, შემდეგ ინტერესდება მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობითა და ქვეყნის მომავალი ეკონომიკური მდგომარეობისადმი მისი პირადი მოლოდინით.
ამჟამად ფერმერობა საქართველოში „იძულებითი საქმიანობაა“ – ქართველ „ფერმერთა“ დიდი უმრავლესობა პროფესიული თვალსაზრისით არც არის ფერმერი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, იარსებონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებით. საქართველოს რეგიონებში მოგზაურობისას მაშინვე შეამჩნევთ, რომ ამ იძულებითი საქმიანობით ძირითადად ასაკოვანი თაობაა დაკავებული.
(პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობითაც) „ბნელ“ 90-იანებში გაზრდილ ბევრ ქართველს ემახსოვრება ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი, რომელსაც პერიოდულად, 5-წლამდე ასაკის ბავშვების მშობლები იღებდნენ. სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად, იყო რძის ფხვნილის შავ-თეთრი კოლოფიც, რომელიც შემდეგ, ბევრ ოჯახში, საყვავილის ფუნქციასაც ითავსებდა...
ზამთრის არდადეგებზე ეკონომისტ დარონ აჯემოღლუსა (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი) და პოლიტოლოგ ჯეიმს ა. რობინსონის (ჰარვარდის უნივერსიტეტი) ერთობლივი ნაშრომის (“Why Nations Fail: The Origins of Power, Prosperity, and Poverty”, Crown Business 2012, 544 გვერდი, Hardcover $20.00) წასაკითხად მოვიცალე.