01
ივლისი
2019
2015 – 2019 წწ. სოფლის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში მცირედით შემცირდა, 42.6%-დან 41.3%-მდე. იმავე პერიოდში ასევე შემცირდა სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში: 2015 წელს ეს მაჩვენებელი 9.1% იყო, ხოლო 2018 წელს 7.7% იყო. 2018 წელს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება.
04
ივნისი
2019
აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. პროგრამას სახელმწიფო ასუბსიდირებს და რვა სადაზღვევო კომპანია ახორციელებს. სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ რისკებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის). პროგრამის დაწყებიდან დღემდე სულ 49.3 ათასი ფერმერი (უნიკალური ბენეფიციარი) დაეზღვია.
15
მაისი
2019
ანალიზის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოსა და CAREC-ის ქვეყნებს შორის ვაჭრობაში იმ ცვლილებების შეფასებას, რომელიც მოსალოდნელია ევროკავშირის სურსათის უვნებლობის რეგულაციებისა და სტანდარტების დანერგვის შედეგად.
06
მაისი
2019
2019 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) გაუმჯობესდა და 27.0 პუნქტამდე გაიზარდა, რაც 4.4 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა კვარტლის მაჩვენებელს. ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა საცალო ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორში.
25
იანვარი
2019
2018 წელს საქართველოს ღვინის ექსპორტმა რეკორდი დაამყარა, როდესაც 200 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა ექსპორტზე (86 მლნ. ბოთლი). საქართველოსთვის რეკორდული იყო აგრო ექსპორტის მთლიანი ღირებულებაც, რომელიც 1 მილიარდ აშშ დოლარს მიუახლოვდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.