შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ბიზნესის განწყობის ინდექსი: საფინანსო და სამშენებლო სექტორები საგაზაფხულო განწყობის გარეშე!
06 მაისი 2019

2019 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) გაუმჯობესდა და 27.0 პუნქტამდე გაიზარდა, რაც 4.4 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა კვარტლის მაჩვენებელს. ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა საცალო ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორში. ვაჭრობის სექტორის აღნიშნული ზრდა უკავშირდება მიმდინარე საქმიანობის დადებით შეფასებას, მაშინ როცა მრეწველობის სექტორისთვის ზრდის მთავარი ფაქტორი პოზიტიური მოლოდინები იყო.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც გასული სამი თვის ბიზნესის მდგომარეობას ასახავს, 2019 წლის მეორე კვარტალში 1.4 პუნქტით არის შემცირებული.

ბიზნესის ოპტიმიზმის ინდექსი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში ზედიზედ შემცირების შემდეგ, და 45.5 პუნქტს შეადგენს. მრეწველობის სექტორთან ერთად, საცალო ვაჭრობამ და მომსახურებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბიზნეს სექტორის გაზრდილ ოპტიმიზმში. მშენებლობისა და საფინანსო სექტორებში მოლოდინები მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი ზომიერად გაზრდილია. საცალო ვაჭრობა, მომსახურება და სოფლის მეურნეობა შემდეგ კვარტალში ფასების ზრდას ელიან, მაშინ როცა სხვა სექტორებში სავარაუდოა ფასების იმავე დონეზე შენარჩუნება, რაც წინა კვარტალში იყო.

მოლოდინები და მიმდინარე მდგომარეობა გაუმჯობესებულია დიდი ზომის კომპანიებისთვის, ხოლო შემცირებულია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის.

საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორად დიდი ბიზნესი ფინანსებზე ხელისაწვდომობას ასახელებს, მცირე და საშუალო ბიზნესი კი – მოთხოვნის სიმცირეს.

შეავსე ფორმა