შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ოქტომბერი 2018 | აგრო მიმოხილვა
29 ოქტომბერი 2018

2015 წელს ქართული ცხვრის ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა არაბეთის ქვეყნებიდან გაზრდილი მოთხოვნის შედეგად. თუ 2015 წლამდე ქართული ცხვარი ექსპორტზე ძირითადად აზერბაიჯანში გადიოდა, 2015 წელს საექსპორტო ბაზრებს შეემატა არაბთა გაერთიანებული საამიროები, იორდანია, ლიბანი და საუდის არაბეთი. უახლესი მონაცემების თანახმად, ქართული ცოცხალი ცხვრის ექსპორტი მცირდება, ხოლო ცხვრის ხორცის ექსპორტი იზრდება, რაც ცხვრის ბაზრის განვითარებასა და ცხვრის ღირებულებათა ჯაჭვში უფრო მაღალი დამატებითი ღირებულების შექმნის პოტენციალზე მიუთითებს.

რაც შეეხება ფასებს, ხორცის საექსპორტო ფასი გაცილებით აღემატება ცოცხალი წონის საექსპორტო ფასს, რაც ქართველ ექსპორტიორებს ცოცხალი ცხვრის ექსპორტის ხორცით ჩანაცვლებისკენ უბიძგებს.

მიუხედავად იმისა რომ, პირველადი პროდუქტის ექსპორტის ჩანაცვლება გადამუშავებული პროდუქტით, ზოგადად კარგია სექტორისთვის, აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ცოცხალი ცხვრისა და ცხვრის ხორცის იმპორტი გაზრდა, რაც შესაძლოა უარყოფითად აისახოს ადგილობრივ მწარმოებლებზე. განსაკუთრებით საშიშია ხორცის რეექსპორტი, რომელიც მკაცრ კონტროლს საჭიროებს, რათა უცხოური ხორცი არ გავიდეს საქართველოდან როგორც ქართული. სუსტი კონტროლის შემთხვევაში, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკების გამო, შესაძლოა, ქართველი მეცხვარეები დაზარალდნენ, ხოლო საქართველოს ურთიერთობა სავაჭრო პარტნიორებთან გაუარესდეს.

შეავსე ფორმა