სურსათის ფასების ინდექსის (FPI) მიხედვით, 2019 წლის ნოემბერში, 2018 წლის ამავე თვესთან შედარებით, ფასებმა საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებზე 13.4%-ით მოიმატა და მთლიანი სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) ცვლილებაში 4.02 პროცენტულ პუნქტი შეადგინა. 2011 წლის აგვისტოდან მოყოლებული საკვების წლიურმა ინფლაციამ ყველაზე მაღალ ნიშნულს ბოლო თვეებში მიაღწია (იხ. გრაფიკი 1).
დღესდღეობით, ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭებისა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის გამო მსოფლიოში 126 მილიონი ქალი ითვლება "გამქრალად". 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში1 ქალთან შედარებით 25%-ით მეტი მამაკაცი დაიბადა (UNFPA). ჩინეთში დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის (SRB) მაჩვენებელი 1987 წელს 107-ი იყო, 2005 წელს კი 120-ს გაუტოლდა [ბიოლოგიური ნორმა 105 ვაჟია 100 გოგონაზე] (Li, 2007). ინდოეთში, 1982-1984 წლებში SRB 109-ის ნიშნულზე ფიქსირდებოდა, 2003-2005 წლებში კი 113.6-მდე გაიზარდა (Kulkarni, 2007). კორეის რესპუბლიკაში, 1985 წელს დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა 109 იყო, 1994 წელს მაჩვენებელმა 115-ს მიაღწია (KNSO, 2004), თუმცა მოგვიანებით ბიოლოგიურ ნორმას დაუბრუნდა.
ბოლო პერიოდში უმუშევრობის შემცირების მიზნით საქართველოში ცირკულარული მიგრაციის განვითარების თემას დიდი ყურადღება ექცევა. ცირკულარული მიგრაციის სქემები (CMS) უკანონო მიგრაციის შემცირებისა და მიგრანტების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობის ფართოდ აღიარებული პოლიტიკური ინსტრუმენტია. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ცირკულარული მიგრაციის შეთანხმებისადმი საქართველოს მთავრობის ინტერესი და ძალისხმევა, ერთი მხრივ, უმუშევრობის მაღალი დონის პრობლემის გრძელვადიან პერიოდში მოგვარებასა და, მეორე მხრივ, არაკანონიერი მიგრაციის შემცირებისა და ლეგალური მიგრციის წახალისებას ემსახურება.
თითქმის 30 წლის წინ ეკონომისტებმა დასკვნეს, რომ საგადასახადო ვალდებულებების შესრულება საკმაოდ არარაციონალური ქცევაა. მას შემდეგ ლიტერატურის არაერთმა დისციპლინამ დაიწყო თანამედროვე მსოფლიოში საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მიზეზების ანალიზი. აკადემიური ლიტერატურა დაინტერესებულია, დაადგინოს, რატომ იხდის ხალხი ამდენ გადასახადს ან რატომ იხდის ამდენი ხალხი გადასახადს.
საქართველოს ტერიტორიის 54% მთებს უკავია. მთის მოსახლეობა ქართველი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფად მიიჩნევა. მთაში ფართოდ არის გავრცელებული მიწის ეროზია და კლიმატის ცვლილება. ბუნებრივი რესურსების (განსაკუთრებით ტყეების) არამდგრადი გამოყენება და ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მთის მოსახლეობის სიცოცხლეს.