გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2019 წლის ივნისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
2018 წელს საქართველოს ღვინის ექსპორტმა რეკორდი დაამყარა, როდესაც 200 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა ექსპორტზე (86 მლნ. ბოთლი). საქართველოსთვის რეკორდული იყო აგრო ექსპორტის მთლიანი ღირებულებაც, რომელიც 1 მილიარდ აშშ დოლარს მიუახლოვდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2019 წლის იანვრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
2015 წელს ქართული ცხვრის ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა არაბეთის ქვეყნებიდან გაზრდილი მოთხოვნის შედეგად. თუ 2015 წლამდე ქართული ცხვარი ექსპორტზე ძირითადად აზერბაიჯანში გადიოდა, 2015 წელს საექსპორტო ბაზრებს შეემატა არაბთა გაერთიანებული საამიროები, იორდანია, ლიბანი და საუდის არაბეთი.
დაახლოებით ორი თვის წინ, საქართველოს მთავრობამ იმპორტირებული ხორბლის ავტოტრანსპორტით გადაზიდვის შეზღუდვის გეგმის შესახებ განაცხადა. თუმცა ეს წამოწყება დაინტერესებული მხარეების (მათ შორის: ხორბლის მცირე იმპორტიორების, ტრაილერების მძღოლებისა და წისქვილების, რომლებიც ავტოტრანსპორტით იმპორტირებულ ხორბალს იყენებენ) შეთანხმებული წინააღმდეგობის გამო მალევე შეწყდა.