2022 წლის სექტემბერში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,194 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 8%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წლის სექტემბერში სრული წარმოება 1,101 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური ზრდა თბოელექტროსადგურებისა (+117%) და ქარის ელექტროსადგურების (+7%) გამომუშავების ზრდამ განაპირობა, ხოლო ჰიდროელექტროსადგურების (-8%) გამომუშავება შემცირდა.
თვიურ ჭრილში, წარმოება, დაახლოებით, 15%-ით შემცირდა (2022 წლის აგვისტოში სრული წარმოება 1,401 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა). წარმოების თვიდან თვემდე კლება ჰიდროელექტროსადგურებისა (-25%) და ქარის ელექტროსადგურების (-20%) გამომუშავების შემცირებამ გამოიწვია, მაშინ როდესაც თბოელექტროსადგურების გამომუშავება (+33%) გაიზარდა.
ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 1,049 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (1%-ით ნაკლები 2021 წლის სექტემბერთან შედარებით და, 13%-ით ნაკლები 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით). 2022 წლის სექტემბერში ენერგიის წარმოებამ მოხმარებას 144 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 12%-ს და სრული მოხმარების 14%-ს შეადგენდა (2021 წლის სექტემბერში წარმოებასა და მოხმარებას შორის სხვაობამ 43 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც თვის განმავლობაში სრული წარმოების დაახლოებით 4%-ს და სრული მოხმარების 4%-ს გაუტოლდა).