შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ოქტომბერი 2022 | აგრო მიმოხილვა
03 ოქტომბერი 2022

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) ახლახან გამოაქვეყნა 2022 წლის II კვარტლის ეკონომიკური მიმოხილვა. პუბლიკაციის თანახმად, 2022 წლის მე-2 კვარტალში სოფლის მეურნეობის სექტორში წარმოება 10.9%-ით გაიზარდა 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობის წილმა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 8.3% შეადგინასექტორში დაფიქსირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ზრდის დადებითი ტენდენცია. 2022 წლის მე-2 კვარტალში FDI-ის მაჩვენებელმა სოფლის მეურნეობაში 3.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2021 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი -1.7 მლნ აშშ დოლარი იყო). თუმცა ეკონომიკის სხვა სექტორებთან შედარებით FDI სოფლის მეურნეობაში დაბალი იყო (0.9%).

24 აგვისტოს რთველი 2022დაიწყო. წინა  წლების მსგავსად, საქართველოს მთავრობა კვლავ დაასუბსიდირებს 2022 წლის ყურძნის მოსავალს, რათა დაეხმა-როს ფერმერებსა და ღვინის მწარმოებლებს თავიანთი პროდუქციის გაყიდვაში. „რთველი 2022-ის“ ფარგლებში, ღვინის კომპანიები იმ შემთხვევაში მიიღებენ სუბსიდიას, თუ სულ მცირე 100 ტონა რქაწითელს ან კახურ მწვანეს შეიძენენ და გადაამუშავებენ და 1 კგ აღნიშნულ ჯიშის ყურძენში სულ მცირე 0.90 ლარს გადაიხდიან. ასეთ შემთხვევაში, გადახდილი 0.90 ლარიდან 0.35 ლარი სუბსიდირებული იქნება.

შეავსე ფორმა