16
მარტი
2022
ასეთ რთულ და გამოწვევებით სავსე დროს, როდესაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ასე მწვავედ მიმდინარეობს და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს და მსოფლიოში უკლებლივ ყველას კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს, ჩვენ, ქართველები, რომელთაც საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ომის საშინელება, განსაკუთრებით ვგრძნობთ უკრაინელების ტკივილს.
22
ნოემბერი
2021
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ენერგეტიკული უსაფრთხოების ორგვარ განმარტებას გვთავაზობს: ფართო გაგებით, ენერგეტიკული უსაფრთხოება არის „ენერგიის წყაროების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა ხელმისაწვდომ ფასად“, მოკლევადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოება კი ნიშნავს, რომ ენერგეტიკულ სისტემას შეუძლია, დაუყოვნებლივ დააბალანსოს მოთხოვნა-მიწოდების წონასწორობის ნებისმიერი დარღვევა.
08
მარტი
2021
2021 წლის 15 თებერვლიდან რუსეთში ხორბლის, ჭვავის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე დაწესებული კვოტები ამოქმედდა. ძალაში შევიდა საბაჟო ტარიფები და ამკრძალავი ბეგარაც საბაჟო ღირებულის 50%-ის ოდენობით.
28
დეკემბერი
2020
ბოლო 4 წლის მონაცემებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ წელიწადის თორმეტი თვიდან ათი თვის განმავლობაში საქართველოს ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს. ქვეყანა ჭარბ ელექტროენერგიას მხოლოდ მაის-ივნისში (რიგ შემთხვევებში აპრილსა და ივლისშიც) გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის კრიზისმა მოთხოვნა შეამცირა, გამონაკლისი არც 2020 წელი აღმოჩნდა. მაის-ივნისში გამომუშავებასა და მოხმარებას შორის დაფიქსირებული დადებითი სხვაობის შემდეგ, ივლისიდან ქვეყანა იმაზე ნაკლებ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე მთლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილებას სჭირდება.
30
ნოემბერი
2020
სურსათის მიწოდების სისტემები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებში, რადგან ამ სისტემებით მარაგდება სურსათის წარმოების უდიდესი წილი და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საარსებო საშუალებისა და შემოსავლის ძირითადი წყაროა (FAO, 2020). სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სურსათის მიწოდების ჯაჭვებს საჭირო პროდუქტები და სერვისები სტაბილურად მიეწოდებოდეს, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფისა და მათი შემოსავლებისა და საარსებო საშუალებების დაცვის აუცილებელი პირობაა.