
2022 წლის ნოემბერში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,131 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 5%-იან კლებას წარმოადგენს (2021 წლის ნოემბერში სრული წარმოება 1,186 მილიონი კილოვატსაათი იყო).

საქართველოსთვის თხილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია: 2010-2021 წლებში თხილის ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 4.4% შეადგინა (საქსტატი, 2022). 2013 წელს კი, ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია (30 ათასი ტონა).

საქსტატმა 2022 წლის პირველი სამი კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა: 1-ელი კვარტლის ზრდის მაჩვენებელი 15%-ია, ხოლო მე-2 და მე-3 კვარტლების წლიური ზრდის მაჩვენებლები მცირედით გაიზარდა და, შესაბამისად, 7.2% და 9.8% შეადგინა. შესაბამისად, 2022 წლის პირველი თერთმეტი თვის განმავლობაში მშპ-ის რეალური ზრდის წლიური მაჩვენებელი 10% იყო.

საქართველო ღვინის სამშობლოა – ქვეყანაში მეღვინეობის ტრადიცია 8000 წელს ითვლის. შესაბამისად, ქართულ მეღვინეობას უამრავი ტრადიცია უკავშირდება. ერთ-ერთი მათგანია „რთველი“ – ყურძნის მოსავლის აღება, რომელიც სექტემბერში იწყება და მთელი შემოდგომა გრძელდება საზეიმო ღონისძიებების თანხლებით.

2022 წლის სექტემბერში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,194 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 8%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წლის სექტემბერში სრული წარმოება 1,101 მილიონი კილოვატსაათი იყო).