შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

იანვარი 2023 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
06 მარტი 2023

2023 წლის იანვარში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,111 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 8%-იან ზრდას წარმოადგენს (2022 წლის იანვარში სრული წარმოება 1,025 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური ზრდა თბოელექტროსადგურების (+43%) და ქარის ელექტროსადგურების (+22%) გამომუშავების ზრდამ განაპირობა, მაშინ როცა ჰიდროელექტროსადგურების (-27%)  გამომუშავება შემცირდა.

თვიურ ჭრილში, წარმოება, დაახლოებით, 0.5%-ით შემცირდა (2022 წლის დეკემბერში სრული წარმოება 1,116 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა). წარმოების თვიდან თვემდე კლება ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების კლებამ გამოიწვია (-10%). ამავე დროს, ქარის ელექტროსადგურების გამომუშავება 7%-ით, ხოლო თბოელექტროსადგურების გამომუშავება 5%-ით გაიზარდა.

ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 1,283 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (7%-ით ნაკლები 2022 წლის იანვართან შედარებით და 2%-ით მეტი 2022 წლის დეკემბერთან შედარებით). 2023 წლის იანვარში ენერგიის მოხმარებამ წარმოებას 172 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 16%-ს და სრული მოხმარების 13%-ს შეადგენდა (2022 წლის იანვარში წარმოებასა და მოხმარებას შორის დეფიციტმა 349 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც თვის განმავლობაში სრული წარმოების დაახლოებით 34%-ს და სრული მოხმარების 25%-ს გაუტოლდა).

შეავსე ფორმა