ინდექსები
31
მარტი
2023
31
მარტი
2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) ბიუჯეტმა 2023 წელს 698,5 მლნ ლარი (10,0 მლნ ლარით ზრდა) შეადგინა. ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი შემდეგ მიმართულებებზე გადანაწილდა:
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული დაფინანსების ყველაზე დიდი წილი ტრადიციულად სოფლის განვითარების სააგენტოზე (RDA) (53%), საქართველოს მელიორაციასა (GA) (14%), და ღვინის ეროვნულ სააგენტოზე (NWA) (10%) მიიმართა.
სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული ერთიანი აგროპროექტის ბიუჯეტი გადანაწილდა სოფლის მეურნეობის განვითარების შემდეგ პროექტებზე: შეღავათიანი აგროკრედიტი – 200.0 მლნ. ლარი; აგროდაზღვევა – 12.0 მლნ. ლარი; პროექტი „დანერგე მომავალი“ – 35,0 მლნ. ლარი; გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი – 25,0 მლნ. ლარი; აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობა – 10.0 მლნ ლარი; სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსება – 17.0 მლნ. ლარი; თხილის წარმოების ხელშეწყობა – 20,0 მლნ. ლარი.
2023 წლის ბიუჯეტის პირველ ვერსიასთან შედარებით, სამინისტროს ბიუჯეტიდან გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსება 10.8 მლნ. ლარით გაიზარდა და 92.7 მლნ. ლარი შეადგინა.