28
ნოემბერი
2024
2024 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.77 ლარი შეადგინა, რაც გასულ თვესთან შედარებით 2%-იანი, ხოლო 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 4.8%-იანი ზრდაა. ხაჭაპურის ინდექსის აღნიშნული ცვლილება ძირითადად გამოწვეულია რძისა და რძის პროდუქტების ფასების მატებით, რაც თავის მხრივ ნედლი რძის ხელმისაწვდომობის სეზონურ შემცირებასა და რძის ფხვნილის იმპორტზე გაზრდილ დამოკიდებულებას უკავშირდება.
26
ნოემბერი
2024
26 ნოემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ისტორიული ეკონომიკის სფეროს ცნობილი ექსპერტის, პროფესორ კრისტოფ კორდონიეს სემინარს უმასპინძლა. ღონისძიება, რომელიც ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული, ISET-ში ჩატარდა. სემინარს ესწრებოდნენ აკადემიკოსები, სტუდენტები და სხვა პროფესიონალები.
20
ნოემბერი
2024
საქსტატმა გამოაქვეყნა 2024 წლის სექტემბრის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 8.3%-ს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის პირველი, მეორე და მესამე კვარტლების შეფასებული ზრდა შესაბამისად 8.4%, 9.6% და 11.1%-ს შეადგენს. შედეგად, 2024 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საშუალო რეალური მშპ-ის ზრდამ 9.8% შეადგინა.
18
ნოემბერი
2024
დოკუმენტში აღწერილია მცირე და საშუალო საწარმოების რეგულირების ზეგავლენის ტესტის (შემდგომში, RIA-SME ტესტი) მეთოდოლოგიის მთავარი ასპექტები. აღნიშნული დოკუმენტი შეიქმნა „საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (SME) რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ტესტის მეთოდოლოგიის შემუშავება და საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების განვითარება RIA-SME ტესტის პრაქტიკაში გამოყენებისათვის” პროექტის შედეგად, რომელიც დაფინანსდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ და განხორციელდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელობით.
14
ნოემბერი
2024
PMCG-მ და ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ერთობლივი კვლევითი პროექტის "ქვესექტორის/ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი ქართული მცირე და საშუალო საწარმოების საექსპორტო ზრდისთვის" ვალიდაციის სამუშაო შეხვედრა გამართეს. ღონისძიება 2024 წლის 14 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო Courtyard by Marriott-ში გაიმართა.