30
მარტი
2022
2022 წლის თებერვალში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 890 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა (დიაგრამა 1). აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 29%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წლის თებერვალში სრული წარმოება 692 მილიონი კილოვატსაათი იყო).
28
მარტი
2022
დღეს 24 მარტია და წავკისში 5 დღეა ფაქტობრივად გაუჩერებლად ბარდნის. ჩემს ეზოსა და ქუჩაზე თოვლის საფარმა უკვე ერთ მეტრს მიაღწია. თოვლმა მანქანები დათოვლილ ქუჩებზე უიმედოდ ჩახერგა, ჩვენი პატარა სამეზობლო კი გარე სამყაროს მოწყვიტა. აქაურები ამბობენ, რომ ასეთი დიდთოვლობა წავკისში თაობებს არ ახსოვს, მით უფრო მარტში.
28
მარტი
2022
2022 წლის 28 მარტს დასრულდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ტრენინგი მწვანე ეკონომიკაში ჟურნალისტებისთვის, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
16
მარტი
2022
ასეთ რთულ და გამოწვევებით სავსე დროს, როდესაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ასე მწვავედ მიმდინარეობს და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს და მსოფლიოში უკლებლივ ყველას კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს, ჩვენ, ქართველები, რომელთაც საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ომის საშინელება, განსაკუთრებით ვგრძნობთ უკრაინელების ტკივილს.
28
თებერვალი
2022
2022 წლის იანვარში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1025 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა (დიაგრამა 1). აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 27%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წლის იანვარში სრული წარმოება 808 მილიონი კილოვატსაათი იყო).