16
სექტემბერი
2022
15-16 სექტემბერს ანა ბურდული, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, CAREC-ის მე-6 ყოველწიულ ფორუმს დაესწრო, რომელიც, ბაქოში გაიმართა და რომლის მთავარი თემაც იყო „ზრდის დინამიკის ხელახალი კალიბრაცია ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკებისთვის“.
09
აგვისტო
2022
თამარ სულუხიამ, ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, მონაწილეობა მიიღე RECONOMY-ს პროგრამის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში. ონლაინ ფორუმის თემა იყო, როგორ ცვლის რუსეთის ომი უკრაინაში ევროკავშირის მიდგომას აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისადმი, როგორია ევროკავშირის ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივები.
22
ივნისი
2022
22 ივნისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები თეთნულდის კოლეჯს ეწვივნენ მესტიაში და საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ადგილობრივი ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული საკითხების მიმართულებით მომუშავე ადგილობრივ ორგანიზაციებთან.
15
ივნისი
2022
15 ივნისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, თელავში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ორგანიზაციის საქმიანობა და ძირითადი პროდუქტები გააცნო.
31
მაისი
2022
31 მაისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში, რომელზეც მსოფლიო ბანკმა კვლევა „სოფლის მეურნეობის, მიწის და წყლის მართვის პოლიტიკა საქართველოში მდგრადი აგროსასურსათო სისტემების მასშტაბის გაზრდის მიზნით“ წარადგინა.