შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი CAREC-ის ყოველწლიურ ფორუმს დაესწრო
პარასკევი, 16 სექტემბერი, 2022

15-16 სექტემბერს ანა ბურდული, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, CAREC-ის მე-6 ყოველწიულ ფორუმს დაესწრ, რომელიც, ბაქოში გაიმართა და რომლის მთავარი თემაც იყო „ზრდის დინამიკის ხელახალი კალიბრაცია ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკებისთვის“. ფორუმი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერითა და ADB-PRC-ის რეგიონული ცოდნის გაზიარების ინიციატივის (RKSI), აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტისა (ESRI) და ეკონომიკური და სოციალური განვითარების ცენტრის (CESD) ორგანიზებით ჩატარდა.

წელს ფორუმის მთავარი განსახილველი თემები იყო რეგიონის ეკონომიკური ზრდა, ინკლუზიურობა და მდგრადობა. სხვა უამრავ თემასთან ერთად, წამყვანმა რეგიონულმა კვლევითმა ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა წარმოადგინეს და განიხილეს: (i) CAREC-ის კვლევითი ორგანიზაციების ქსელის რეგიონული კვლევის პროექტის შედეგები თემაზე „COVID-ით გამოწვეული უთანასწორობა: განათლება, ჯანმრთელობა, ციფრული ხელმისაწვდომობა და ქალთა სამუშაო ძალის მონაწილეობა“; (ii) რეგიონში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) პროგრესი; (iii) კლიმატის ცვლილება და მწვანე ენერგია CAREC რეგიონში; (iv) გეოპოლიტიკური გაურკვევლობა, COVID-19 და მათი გავლენა ზრდასა და ინკლუზიურობაზე. წამყვანი კვლევითი ინსტიტუტებისა და ცნოილი ექსპერტების პრეზენტაციებთან ერთად ფორუმზე CAREC-ის კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქვეყნების ქეისების ანალიზიც წარადგინეს.

შეავსე ფორმა