2022 წელს საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 14,247 მლნ. კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც წლის წლიური გამომუშავების რეკორდული მაჩვენებელია. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 13%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წელს სრული წარმოება 12,645 მლნ. კილოვატსაათი იყო).
2022 წლის ნოემბერში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,131 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 5%-იან კლებას წარმოადგენს (2021 წლის ნოემბერში სრული წარმოება 1,186 მილიონი კილოვატსაათი იყო).
საქართველოსთვის თხილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია: 2010-2021 წლებში თხილის ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 4.4% შეადგინა (საქსტატი, 2022). 2013 წელს კი, ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია (30 ათასი ტონა).
საქსტატმა 2022 წლის პირველი სამი კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა: 1-ელი კვარტლის ზრდის მაჩვენებელი 15%-ია, ხოლო მე-2 და მე-3 კვარტლების წლიური ზრდის მაჩვენებლები მცირედით გაიზარდა და, შესაბამისად, 7.2% და 9.8% შეადგინა. შესაბამისად, 2022 წლის პირველი თერთმეტი თვის განმავლობაში მშპ-ის რეალური ზრდის წლიური მაჩვენებელი 10% იყო.
საქართველო ღვინის სამშობლოა – ქვეყანაში მეღვინეობის ტრადიცია 8000 წელს ითვლის. შესაბამისად, ქართულ მეღვინეობას უამრავი ტრადიცია უკავშირდება. ერთ-ერთი მათგანია „რთველი“ – ყურძნის მოსავლის აღება, რომელიც სექტემბერში იწყება და მთელი შემოდგომა გრძელდება საზეიმო ღონისძიებების თანხლებით.