შეავსე ფორმა
Logo
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საგზაო უსაფრთხოების თემაზე თურქეთის დელეგაციას უმასპინძლა
15 დეკემბერი 2022

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა თურქეთის საგზაო უსაფრთხოების ინსტიტუტის წარმომადგენლებს უმასპინძლა. დელეგაციას საგზაუ უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი, შენოლ იაფრაქი ხელმძღვანელობდა. ვიზიტის მიზანი იყო საგზაო უსაფრთხოების მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების პრაქტიკისა და სამომავლო გეგმების განხილვა.

ISET-ის დირექტორი, თამარ სულუხია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საგზაო უსაფრთხოების და სსო-ების ვორკშოპზე გამოვიდა
28 სექტემბერი 2022

28 სექტემბერს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საგზაო უსაფრთხოებისა და სსო-ების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ISET-ის დირექტორი სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ბანკის ვორკშოპზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიას დაეთმო
02 თებერვალი 2022

2 თებერვალს ISET-ის დირექტორმა, თამარ სულუხიამ, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორია წარადგინა ვორკშოპზე, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – აზერბაიჯანის, მოლდავეთის, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

შეავსე ფორმა