შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის დირექტორი, თამარ სულუხია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საგზაო უსაფრთხოების და სსო-ების ვორკშოპზე გამოვიდა
ოთხშაბათი, 28 სექტემბერი, 2022

28 სექტემბერს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საგზაო უსაფრთხოებისა და სამოქამაქო საზოგადოების ორგანიზაციები (სსო) შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, თამარ სულუხიამ, შეხვედრაზე EaP საგზაო უსაფრთხოების რეგიონული ობსერვატორია (EaPRSO) წარადგინა. ობსერვატორიის მიზანია ქვეყნების დონეზე არსებული საგზაო შემთხვევების მონაცემთა სისტემის შექმნა და გაძლიერება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საგზაო შემთხვევების შესახებ არსებული მონაცემების ჰარმონიზაციის გაძლიერება. შეხვედრაზე თამარ სულუხიამ ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია აღმოსვლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობა გლობალური თუ რეგიონული საკითხების გადაწყვეტისას, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომისა და რეგიონში არსებული პრობლემების ფონზე. განსაკუთრებით აღინიშნა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი ამ მიმართულებით. EASST-მა წარმოადგინა ანგარიში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში საგზაო უსაფრთხოებაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლისა და საქმიანობის შესახებ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორია (EaP RSO) არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინიციატივა, რომლის მიზანია წინსვლა საგზაო მოძრაობის ფატალური და არასასიკვდილო დაზიანებების აღმოფხვრისკენ, რისთვისაც აუცილებელია საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და მონაცემების ურთიერთგაცვლა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორია მსოფლიო ბანკისა და ევროკომისიის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ტექნიკურ სამდივნოსაც საქართველო, კერძოდ კი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი და უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტის აღმოსავლეთის ალიანსი (EASST) მასპინძლობენ.

შეავსე ფორმა