კვლევითი ანგარიშები

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
დოკუმენტში აღწერილია მცირე და საშუალო საწარმოების რეგულირების ზეგავლენის ტესტის (შემდგომში, RIA-SME ტესტი) მეთოდოლოგიის მთავარი ასპექტები. აღნიშნული დოკუმენტი შეიქმნა „საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (SME) რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ტესტის მეთოდოლოგიის შემუშავება და საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების განვითარება RIA-SME ტესტის პრაქტიკაში გამოყენებისათვის” პროექტის შედეგად, რომელიც დაფინანსდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ და განხორციელდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელობით.
ქალების დაბალი წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე გენდერული თანასწორობის, დემოკრატიული მმართველობისა და ინკლუზიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია. პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობასთან ერთად, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ასევე, მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურში ქალთა მონაწილეობა და ლიდერობა.
კანონპროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ მიღებისთანავე ჩაანაცვლებს არსებულს, „საქართველოს კანონს წყლის შესახებ“ (რომელიც ძალაშია 1997 წლიდან) და გახდება წყლის რესურსების მართვის ახალი ჩარჩო დოკუმენტი. კანონპროექტით განსაზღვრულია სააუზო მართვის სისტემის ჩამოყალიბება და წყლის მოხმარების ეკონომიკური ინსტრუმენტების შემოღება.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირების საგნად იქცა არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, არამედ არჩევნების შემდეგაც. პოლიტიკურ პარტიათა უმეტესმა ნაწილმა რამდენიმე თვის განმავლობაში ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს და საპარლამენტო პოლიტიკის განახლება მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ძალისხმევით გამართული მედიაციის პროცესის შედეგად გახდა შესაძლებელი.