შესავალი
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ახლახან სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს, მილიარდერს და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, რომელიც საყოველთაოდ მიიჩნევა საქართველოს დე ფაქტო მმართველად. ეს ზომები, რომლებიც მოიცავს აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას, მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებას და ხაზს უსვამს ივანიშვილის პირად როლს ქვეყნის რუსული გავლენის ქვეშ მოქცევაში. მიუხედავად იმისა, რომ სანქციები უშუალოდ ივანიშვილს ეხება, მათი ეკონომიკური შედეგები შესაძლოა საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაზეც გავრცელდეს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ ანგარიშში, უახლეს ემპირიულ კვლევებზე დაყრდნობით, განვიხილავთ ამ ზომების ფართო პოტენციურ ზეგავლენას საქართველოს ეკონომიკაზე.
სრული კვლევისთვის იხილეთ თანდართული პოლიტიკის დოკუმენტი (ზემოთ).