პოლიტიკის დოკუმენტები

გარდა იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად, მნიშვნელოვანია ქვეყანამ გააუქმოს ბოლო დროს მიღებული კანონები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, სათანადოდ შეასრულოს ევროკომისიის 9 დათქმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ახალი მოწვევის პარლამენტს ურჩევს უმოკლეს ვადაში გადადგას შემდეგი 5 ნაბიჯი ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობად:
ტენდერში გამარჯვებულ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ხელშეკრულების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ჩინური ხელშეკრულებები ხშირად მოიცავს უზრუნველყოფის საშუალებებს და მიწოდების გარანტიებს, რომლებიც ძირითად შემთხვევაში კასკადური ხასიათისაა. აღნიშნული აჩენს კითხვებს საქართველოსთვის ფისკალური პასუხისმგებლობისა და ისეთი პირობითი ვალდებულებების წარმოშობის ალბათობის შესახებ, როგორიც სახელმწიფო გარანტიებია, რომლებიც შესაძლოა გადაიზარდოს პირდაპირ ვალდებულებებში და რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტზე. აქ ემატება ისიც, რომ პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან საწყისი კაპიტალისა და სესხის ფინანსირებას, რომელიც შესაძლოა საპენსიო ფონდის ან ჩინური კომპანიებიდან აღებული სესხების მეშვეობით განხორციელდეს. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ვალდებულებები ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით უნდა იყოს საჯარო.