შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

ევროპა და შენი ეკონომიკური კეთილდღეობა
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 03.06.2024 დასრულების თარიღი: 01.10.2024

პროექტი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას და დემოკრატიულ პროცესში ჩართულობის გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირში ინტეგრაციის უპირატესობების ძლიერ და ინკლუზიურ გაგებას საქართველოში ყველა ასაკისა და ეთნიკური ჯგუფისთვის. ჩვენ მიზანია, ქართველ ახალგაზრდებსა და რეგიონების მოსახლეობას გავაცნოთ ის ხელშესახები უპირატესობები, რაც ევროინტეგრაციას ახლავს თან. პროექტის ფარგლებში, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის სოციალური მედიის არხებში გამოქვეყნდება მონაცემებზე დაფუძნებული მტკიცებულებები, რომლებიც ხაზს უსვამს საქართველოს ევროპული მომავლის უპირატესობებს. სოციალური მედიის კამპანია ინკლუზიურია, გამოქვეყნებული კონტენტი ხელმისაწვდომია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რათა ქვეყანაში მცხოვრებ უმცირესობათა წარმომადგენლებსაც ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციაზე.

პროექტის „ევროპა არის შენი ეკონომიკური კეთილდღეობა“ ქვეშ უკვე გამოქვეყნებული სოციალური მედიის კონტენტის სანახავად ეწვიეთ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდს. პროექტი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

შეავსე ფორმა