ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD), ITF-თან პარტნიორობის ფარგლებში, ჩაატარა ანალიტიკური კვლევა, რომელიც მოიცავდა შუა დერეფნის ძირითად ქვეყნებს: თურქეთს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს. კვლევის მიზანია ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის ხელშეწყობისა და პოლიტიკური მხარდაჭერის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და რეფორმის საჭიროებების გამოვლენა.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს OECD-სთან საქართველოში კვლევების მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა დაინტერესებულ მხარეთა ონლაინ გამოკითხვა. პროექტის ფარგლებში გამოიკითხა კომპანიები, კერძო სექტორის ორგანიზაციები, საჯარო უწყებები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ვაჭრობის ხელშეწყობა და პოლიტიკური მხარდაჭერა. ყოვლისმომცველი პერსპექტივის შემუშავების მიზნით კვლევის ერთი ნაწილი დაეთმო შერჩეულ დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩატარებულ თვისებრივ ინტერვიუებსაც.
პროექტის მთავარი მიზანია გამოწვევების, შესაძლებლობებისა და რეფორმის პრიორიტეტების იდენტიფიცირება, რაც გვთავაზობს კონსოლიდირებულ ხედვას შუა დერეფნის პოტენციალზე, რაც შევა კვლევის საბოლოო ანგარიშში.