შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

საქართველოს სანქციების კვლევა
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 06.06.2022 დასრულების თარიღი: 30.09.2022

რუსეთი და უკრაინა საქართველოს საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში შედის. 2022 წლის იანვარში საქართველოს ექსპორტის 9.5% უკრაინაზე მოდიოდა, 12.9% – რუსეთზე (2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე). რაც შეეხება საქართველოში იმპორტს, რუსეთზე მთლიანი იმპორტის დაახლოებით 11% მოდის (თურქეთის შემდეგ სიდიდით მეორე წილი), უკრაინაზე კი – 4.3%, რითიც ეს ქვეყანა მეშვიდე ადგილს იკავებს.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს პანდემიამ შეამცირა საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე, 2021 წელს ის კვლავ გაიზარდა, თუმცა 2019 დონისთვის ჯერ არ მიუღწევია, რისი მიზეზიც მეტწილად ისაა, რომ საქართველოში დაბრუნებული რუსი ტურისტების რაოდენობა დაბალია. რუსეთში ექსპორტით, რუსი ვიზიტორებითა და ფულადი გზავნილებით საქართველომ 2020 წელს დაახლოებით 900 მლნ აშშ დოლარი (საქართველოს ნომინალური მშპ-ის 5.7%) მიიღო. 2021 წელს ეს რიცხვი 1.3 მილიარდ აშშ დოლარამდე (მშპ-ის 6.7%-მდე) გაიზარდა.

USAID-ის „Learning, Evaluation and Analysis Project (LEAP III)“ პროექტის ფარგლებში ISET-ის კვლევით ინსტიტუტმა ჩაატარა საქართველოს სანქციების კვლევა, რომლის მიზანია რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის შეფასება, განსაკუთრებული აქცენტით სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის/ლოჯისტიკისა და ტურიზმის სექტორებზე. კვლევამ გააანალიზა უკრაინაში რუსეთის ომის მოკლე და გრძელვადიანი პირდაპირი ზეგავლენა ქართულ ეკონომიკაზე.

შეავსე ფორმა