შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები – 2024
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 02.10.2023 დასრულების თარიღი: 29.12.2023

OECD-ის ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამა აღმოსავლეთის პარტნიორობის (EaP) ქვეყნებში ახორციელებს პროექტს "EU4Business: პოლიტიკიდან მოქმედებამდე – მე-2 ფაზა", რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. ინიციატივის მიზანია კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და ბიზნეს გარემოს რეფორმირება როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის დონეზე. პროექტის ფარგლებში, OECD ატარებს „ევროპის მცირე ბიზნესის აქტის“ შეფასების მეოთხე რაუნდს, რომლის საფუძველზეც შეიქმნება მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები – 2024 წლის ანგარიში. ეს ინდექსი აფასებს პოლიტიკის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ხელს უწყობს ქვეყნების შედარებას და ზომავს ევროკავშირის მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის სტანდარტებთან შესაბამისობას.

ეს შეფასება შედგება ხუთი ძირითადი სფეროსგან და თორმეტი მიმართულებისგან, რომლებიც უნდა დაეხმაროს მთავრობებს მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის შემუშავებაში, სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისა და OECD-ისა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის პოლიტკის დიალოგის წახალისებაში. 2022-2023 წლების შეფასება აფართოებს კვლევის არეალს და ფარავს ახალ თემებს, მათ შორის: ციფრული ეკონომიკის ჩარჩო, მცირე და საშუალო მეწარმეობის დიგიტალიზაციის პოლიტიკა და რეაგირება COVID-19 პანდემიაზე.

OECD-თან თანამშრომლობით, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მუშაობდა შეფასების საქართველოს ნაწილზე. აღნიშნული სამუშაო მოიცავდა შეფასების მონაცემების შეგროვებას, კითხვარების შევსებას, თითოეული პასუხის მხარდამჭერი მტკიცებულებების აღწერილობის მიწოდებასა და ქვეყნის ყოვლისმომცველი ანგარიშის მომზადებას.

შეავსე ფორმა