კვლევა შეისწავლის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების იმ გამოწვევებს, რომლებიც ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალის ზრდას ახლავს თან. კველვა მიზნად ისახავს აღნიშნულ რისკებსა და საფრთხეებზე ცნობიერების ამაღლებას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებსა (მთავრობა, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციები) და ქართველ საზოგადოებაში.
ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალის მზარდი არსებობა ზრდის ქვეყნის ეკონომიკურ დამოკიდებულებას რუსეთზე და ამით აძლიერებს კრემლის მავნე ზეგავლენას ქვეყანაში. ეს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიზაციას და მის ეკონომიკურ მდგრადობას. დღესდღეობით მწირია ისეთი კვლევები, რომლებიც შეისწავლის ქართულ ბიზნესში რუსული მფლობელობიდან მომდინარე რისკებსა და საფრთხეებს, რაც ართულებს ქვეყანაში კრემლის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლას.
პროექტის გუნდი მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევის მეშვეობით შეისწავლის, როგორ შეიძლება გამოიყენოს კრემლმა რუსული კაპიტალი საქართველოში მისი მავნე ზეგავლენის გასაზრდელად. კვლევაში წარმოდგენილი იქნება პოლიტიკის რეკომენდაციებიც იმ ძირითადი დაინტერესებული მხარეებისთვის (მთავრობა, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციები), რომელთაც აქვთ ბერკეტი, გავლენა მოახდინონ საზოგადოების ქცევაზე, ან შეუძლიათ საქართველოში კრემლის მავნე გავლენის შემცირების წასახალისებლად სხვადასხვა პოლიტიკის გადაწყვეტის ადვოკატირება. პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საქართველოში არსებულ ბიზნესებში რუსული მფლობელობის/კაპიტალის შესწავლაზე.