შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

საარჩევნო კომპასი
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 13.07.2020 დასრულების თარიღი: 19.10.2020

საარჩევნო კომპასი იმისთვის შეიქმნა, რომ მოქალაქებს ჰქონდეთ ინფორმაცია პოლიტიკური პარტიების პროგრამებზე და ამომრჩევლებს დაეხმაროს იმის გარკვევაში, რომელი პარტია დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, ქვეყნის სხვა ინსტიტუციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ჩართული იყო საარჩევნო კომპასის პლატფორმის შემუშავებისა და შექმნის პროცესში.

საარჩევნო კომპასი პრაქტიკაში დანერგეს აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცეტრმა (EECMD), ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP). პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გერმანული პოლიტიკური ფონდებისა და ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის განხორციელებაზე კი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ფრიდრიხ ებერტის ფონდი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი და კონრად ადენაუერის ფონდი იყო პასუხისმგებელი.

საარჩევნო კომპასის პლატფორმის შექმნის პროცესში ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აკადემიური თუ ტექნიკური გუნდი პასუხისმგებელი იყო:

  • საარჩევნო კომპასში ჩართული პოლიტიკური პარტიების პლატფორმებისა და პროგრამების შესწავლასა და შეფასებაზე;
  • პოლიტიკური პარტიების განცხადებების მონიტორინგის მიზნით ტრადიციული და სოციალური მედია საშუალებების მონიტორინგზე;
  • საარჩევნო კომპასის პლატფორმისთვის სხვადასხვა პოლიტიკაზე განცხადებების შექმნაზე;
  • საარჩევნო კომპასში პოლიტიკური პარტიების განთავსებაზე;
  • პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიური და ეკონომიკური პოზიციების მიხედვით დეტალური განცხადებების კოდირებაზე.

საარჩევნო კომპასის მონაცემები.

შეავსე ფორმა