ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (Information and Communication Technologies – ICT) მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ეკონომიკურ ზრდაში ICT-ის სექტორის წილი დიდია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელშიც. ICT საშუალებას აძლევს მთავრობებს, ეფექტური სერვისები შესთავაზონ ბიზნესებსა და მოქალაქეებს, რომლებიც სარგებლობენ ამ სექტორის მეშვეობით გაუმჯობესებული განათლების, მმართველობისა თუ ჯანდაცვის სერვისებით. წვდომისა და ფინანსების თვალსაზრისით, ICT სერვისები ყველასთვის ხელმისაწვდომია, ამიტომ სექტორს აქვს პოტენციალი ხელი შეუწყოს ბაზრის კონკურენტუნარიანობის, სოციალური ინკლუზიისა და უფრო თანასწორი განვითარების ზრდას.
GIZ-ის დაკვეთით, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა შეიმუშავა და ჩაატარა კვლევა ICT სექტორზე COVID-19-ის გავლენის შესახებ. პროექტის ფარგლებში შეფასდა, რა გავლენა ჰქონდა COVID-19-ს ICT სექტორზე, სექტორის მონაწილეთა ინტერესებსა და მზაობაზე, ჩართულიყვნენ დუალურ პროფესიულ განათლებასა და მონაწილეთა შერჩევის პროცესში.